ცაგერის მუნიციპალიტეტმა მწვანე თეატრის რეაბილიტაციისათვის ტენდერი გამოაცხადა. NAT240004988
ტენდერში შპს გეგუ-ემ გაიმარჯვა. რეაბილიტაციისათვის 357 797.92 ლარია გამოყოფილი.
სახელშეკრულებო პირობების მიხედვით მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები 2024 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით დაასრულოს.
ხელშეკრულება ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანიას შორის 2024 წლის 22 აპრილს გაფორმდა.


მწვანე თეატრის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებისათვის ბოლოს ტენდერი 2016 წელს გამოცხადდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ფაქტობრივად გადახდილმა თანხამ კომპანიისათვის 452 `772 ლარი შეადგინა, თუმცა კომისიის მიხედვით სამუშაოები არაჯეროვნად შესრულებულად ჩაითვალა .










