„მწვანე ბარათი 2026“ შედეგების გადამოწმება უკვე შესაძლებელია – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო facebook-ის გვერდზე აქვეყნებს, სადაც დაინტერესებული პირებისთვის ინსტრუქციაა მოცემული.
„იმის გადასამოწმებლად, შეირჩა თუ არა თქვენი კანდიდატურა, შეიყვანეთ თქვენი დასტურის ნომერი ამ ვებგვერდზე: dvprogram.state.gov/ESC/. ეს არის თქვენი სტატუსის გადამოწმების ერთადერთი გზა.
თუ dvprogram.state.gov/ESC/ ვებგვერდზე ნახავთ, რომ 2026 წლის პროგრამაში შეგარჩიეს, მიჰყევით იქ არსებულ ინსტრუქციას და შეავსეთ DS-260 ონლაინ აპლიკაცია. დაიმახსოვრეთ, შერჩევა არ იძლევა ინტერვიუსა ან ვიზის გარანტიას.