LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ასეთია ჩემი ქუთაისი – პიანისტი დათუნა ალადაშვილი

ასეთია ჩემი ქუთაისი – პიანისტი დათუნა ალადაშვილი

დაპოსტა 2025/05/06-ში
A A
38
ნახვა
გაზიარება

ქუთაისი ქართული კულტურის ისტორიული სამშობლოა – ამ ქალაქში დაიბადა იდეები და ადამიანები, რომელთაც მერე ხელოვნების აბსოლუტურად ყველა დარგში შეიტანეს უმნიშვნელოვანესი წვლილი და შექმნეს ქართული კულტურა.

ყოველი წლის 2 მაისს ეს ქალაქი გვირილობას, იგივე ქუთაისობას ზეიმობს. ამ დღეს 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და 1911 წლიდან იღებს სათავეს: საქველმოქმედო აქციის მონაწილე გოგონებმა გვირილები დაკრიფეს, გაყიდეს და შეგროვებული თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს დაეხმარნენ. მერე და მერე ამ ერთმა დღემ ტრადიციის სახე მიიღო და გვირილა იქცა ქალაქის სიმბოლოდ. 1980-იანი წლებიდან უკვე ყოველწლიურად ქუთაისში მაისი განსაკუთრებით სადღესასწაულო თვედ იქცა და ასეა დღემდე.

მსოფლიო მასშტაბით წარმატებული ქართველი პიანისტი, დათუნა ალადაშვილი, გვიზიარებს საკუთარ ემოციებსა და გამოცდილებებს, რომელიც მას ქუთაისთან აკავშირებს:

„ქუთაისი ჩემთვის ასოცირდება კულტურასთან – ეს ქალაქი ერთგვარი წყარო და აკვანია ქართული კულტურის. ასოცირდება თეატრთან, მუსიკასთან, ბალანჩინთან და ფალიაშვილთან. თითქოს როცა შედიხარ ამ ქალაქში, გადადიხარ ფერად ევროპულ კულტურულ სამყაროში, შესაბამისად, განსაკუთრებულად კარგი გრძნობა მეუფლება ყოველთვის, როცა ვსტუმრობ ქუთაისს. ქუთაისელი მსმენელი განსაკუთრებულად თბილი და განსაკუთრებულად მომზადებულია. როცა კი პირადად მაქვს კონცერტი ან თუნდაც შეხვედრა ქუთაისელებთან, მეც განსაკუთრებით ვემზადები.

ერთ–ერთი ყველაზე ამოჩემებული ადგილი, რომლის ნახვის გარეშეც ქუთაისს არასდროს ვტოვებ, ეს არის კაფე–რესტორანი „პალატი“, სადაც ცოცხალი მუსიკაც ჟღერს ხოლმე. იქ გატარებული საღამო აუცილებლად მთავრდება Jam session-ით; ასევე აუცილებლად ვსტუმრობ ხოლმე არაჩვეულებრივ კაფეს „დები“ და ყოველთვის ვცდილობ, გავისეირნო მდინარე რიონის პირას.

მიყვარს ყველა თაობის ქუთაისელი – ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან ქართულ კულტურასა და ისტორიას. ჩემს თაობაში, ძველ თაობასა და მომავალ თაობაშიც თუკი შეგხვდება წარმატებული ადამიანი, მას აუცილებლად შეუვლია და შეჰყვარებია ქუთაისი. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ქალაქში ყველაზე ხშირად ვსტუმრობ ქუთაისის მუსიკალურ სკოლას და თეატრს, სადაც გამიმართლა და რამდენჯერმე მქონდა კონცერტი.

…

ისღა დაგვრჩენია, გავითვალისწინოთ დათუნას რჩევები და როცა ჯადოსნურ და ფერად ქუთაისს ვეწვევით, მოვინახულოთ ყველა მნიშვნელოვანი ადგილი და ვეძებოთ ჩვენი ქუთაისი.

იქამდე კი შეგიძლია, ვირტუალურად აღმოაჩინო ქუთაისი ვებგვერდზე gviriloba.ge

გაზიარება15

დაკავშირებული -პოსტები

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 7 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, 7 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე...

დაწვრილებითDetails

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   ენერგიული დღეა. ახალი საქმის დაწყება გაგიმარტივდება, თუმცა იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოერიდე.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინე. ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი სასარგებლო იქნება.   ტყუპები   საინტერესო სიახლე ან...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ახალგაზრდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.   გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის დროს ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.   დაჭრილი...

დაწვრილებითDetails

14 სექტემბერის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 სექტემბერს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +26, +31°; მთაში...

დაწვრილებითDetails

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს ვინმესთან მნიშვნელოვანი საუბარი ან პოზიციის დაფიქსირება. ემოციურად ნუ იჩქარებ, განსაკუთრებით საღამოს. კარიერულად კარგი დღეა კონკრეტული მოქმედებისთვის.   კურო კარგი დღეა პრაქტიკული საქმეების დასალაგებლად, გეგმების შესაცვლელად და ისეთი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.   ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   თბილისის დროით 00:10-ზე, ბიძგები ნინოწმინდაში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.   მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

13 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +12, +17°,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება მერვე სართულის აივანი ჩამოიშალა, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელსაც ხელბორკილები მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს - გააწყვეტილება თელავის სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადდა.   მედიკოსი მაია კოხტაშვილი, დღეს სასამართლოზე ამბობდა...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი
მთავარი

მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი - ინფორმაცას სოციალურ ქსელში მიშა შენგელია ავრცელებს. "ქალბატონი მზია იყო გამორჩეული ნიჭისა და ბუნების ადამიანი, რომლის შემოქმედებაც ჩვენი ქალაქის სიყვარულითა და პატივისცემით იყო გაჟღენთილი.იგი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"