გელა ჩარკვიანმა, ბესიკ ხარანაულმა და ვახტანგ ჯავახაძემ ლიტერატურულ კონკურს ლიტერაში მონაწილეობაზე უარი თქვეს და საკუთარი წიგნები მოხსნეს.
გელა ჩარკვიანის წიგნი ავტორთან შეთანხმებით კონკურსი ლიტერადან გამომცემლობა არტანუჯმა მოხსნა.
“გელა ჩარკვიანთან შეთანხმებით, გამომცემლობა არტანუჯი მის წიგნს “English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი” კონკურსი ლიტერადან ხსნის”. – წერს გამომცემლობა.
მანამდე კი, კონკურს “ლიტერას” თეა წულუკიანის მიმართ პროტესტის გამო კონკურსანტების ნაწილი გამოეთიშა. კონკურსს უკვე გამოეთიშნენ მწერლები, პოეტები და დიზაინერი: ტორესა მოსი, ჯაბა ზარქუა, მათე სარალიშვილი, ირაკლი კაკაბაძე, დავით ქაშიაშვილი, თეონა ჭანიშვილი, ბელა ჩეკურიშვილი, ელენე კვირკველია, ზვიად კვარაცხელია, ნათია გიორგაძე, ირინა ტაბაღუა, ანდრო დადიანი, ნინო სამყურაშვილი, რატი მუჯირი, გიორგი შონია, ეკა ქევანიშვილი და დიზაინერი ნატალია ავალიანი.