მძღოლი, რომელიც ასპინძაში, სოფელ ხერთვისთან ქვეითად მოსიარულე 39 წლის კაცს დაეჯახა, სამართალდამცავებმა დააკავეს. იგი ახალციხიდან არის.
შემთხვევა გუშინ, 28 აპრლს მოხდა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, 39 წლის კაცს მანქანა ხერთვის მიმდებარედ დაეჯახა, დარტყმის შედეგაც კაცი ხევში გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა მძღოლი რამდენიმე საათის შემდეგ დააკავეს.
როგორც სოფელ ხეოთში მერის წარმომადგენლი ემზარ ოქორმელიძე აცხადებს, მძღოლს მანქანა მათ სოფელში ჰყავდა აყვანილი: “მანქანა ხეოთში ჰყავდა, თავად ახალციხელია, გამთენიისას ამოვიდნენ პოლიციელები და მანქანა წაიყვანეს”.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
sknews.ge










