გურიაში სკოლის მიკროავტუბსებზე დასაქმებული მძღოლები სამი თვის შრომის ანაზღაურებას ითხოვენ. მათ დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მძღოლები ამბობენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში აღნიშნული პრობლემის წინაშე არაერთხელ აღმოჩნდნენ.
მათივე თქმით, ანალოგიური პრობლემა აქვს გურიის რეგიონში სხვა სასკოლო ავტობუსების მძღოლებსაც. მძღოლები ამბობენ, რომ თუ საკითხი უახლოეს დღეებში არ მოგვარდება ისინი მუშაობას ვერ გააგრძელებენ.
ტენდერში გამარჯვებული ფირმის წარმომადგენელი, რომელიც მძღოლების სახელფასო ანაზღაურებას უზრუნველყოფს, ამბობს რომ საუბარია არა 3 თვის, არამედ 1 თვის ანაზღაურებაზე. მისივე თქმით, დავალიანების ჩარიცხვა უახლოეს საათებში მოხდება.