ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 36 102 საიდანაც: 6 200 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 056, აჭარაში – 725, იმერეთში – 905.
მძიმე პაციენტია 1 240 პირი, მათ შორის, თბილისში – 553, აჭარაში – 121, იმერეთში -281. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 261 პირი, მათგან თბილისში – 188, აჭარაში – 18, იმერეთში – 15.
2 297 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 010 – თბილისში, 820- აჭარაში.
27 605 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 5.
სულ 6 ოქტომბრიდან – 3 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 994 პირი.