რუსთავის გზაზე ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ.
ინფო რუსთავის ცნობით, შეჯახება მაშინ მოხდა, როცა მსუბუქი სედანის ტიპის ავტომობილი ტრაილერისთვის გასწრებას ცდილობდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.










