ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია ახალგაზრდა ქალი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მოხდა.
თელავი-გურჯაანის ცენტრალურ მაგისატრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ავტომობილები შეეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად, ახალგაზრდა ქალი, რომელიც ერთ-ერთ ავტომობილს მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა. მძიმედაა დაშავებული სამი მგზავრი.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა თელავის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.