ჩრდილოეთ ნეპალში, მუსტანგის დასახლებაში, კომპანია Tara Air-ის თვითმფრინავის ნამსხვრევები და 22 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ნაპოვნია თვითმფრინავის შავი ყუთიც, – ამის შესახებ BBC წერს.
თვითმფრინავი 20-წუთიან ფრენას ასრულებდა, როდესაც, დაშვებამდე ხუთი წუთით ადრე, მასთან კავშირი დაიკარგა.
ნეპალის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ შავი ყუთი ქვეყნის დედაქალაქ კატმანდუშია გადატანილი, სადაც მას გახსნიან და, ავიაკატასტროფის მიზეზის დასადგენად, აუდიოჩანაწერებს შეისწავლიან.
თვითმფრინავი პოკჰარადან პოპულარული ტურისტული ქალაქისკენ – ჯომსონისკენ მიფრინავდა. გავრცელებუბლი ინფორმაციით, მასში 19 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი იყო.









