მუსიკოს გიო დვალის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა.
ბავშვობიდან ნიჭიერ გიოს ძალიან უყვარდა მათემატიკა, ხატვა. დაინტერესება მუსიკისადმი მოგვიანებით იჩენს თავს. 14 წლის ასაკში პირველად დაუკრა გიტარაზე, აწყობდა მოტოებს, ქმინდა მუსიკას.
მისი მუსიკალური კარიერა ჯგუფით “ამინისტია” იწყება. თავისუფლებაზე უზომოდ შეყვარებული გიო არ ერიდებიდა პროტესტის გამოხატვას, მღეროდა იმ პრობლემებზე, რაც მის ირგვლივ ხდებოდა. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია კომპოზიცია “ნარკომანი”.
სამწუხაროდ ბედისწერას ვერ გავექცევით- დიდი გეგმები, რომელიც გიოს ჰქონდა , თურმე ასრულება არ ეწერა, მას იარაღი გაუვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ტრაგედია ამით არ დასრულებულა, გიოს შეყვარებულმა ლიკამ, რომელთან ერთადაც გიორგის გერმანიაში წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, ვერ გაუძლო გიოს სიკვდილს და მამისეული იარაღით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოკლე დროში ახერხებენ თავი სამუდამოდ დაგვამახსოვრონ. ასეთია გიო დვალის მუსიკალური მემკვიდრეობა, რომელიც დღემდე უყვართ და ეყვარებათ.