ბრაკონიერობის ორი ფაქტი გამოვლინდა მდინარე მტკვარზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინფორმაციით, კანონდამრღვევები აკრძალული ელექტრო-იარაღით თევზაობდნენ. შედეგად უკანონოდ იყო მოპოვებული 32 კილოგრამზე მეტი თევზი.
უწყებისვე ცნობით, ერთ-ერთმა ბრაკონიერმა გარემოსდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. მასალები, სისხლის სამართლის წესით რეაგირებისთვის, შესაბამის სამსახურებს უკვე გადაეგზავნა. დაწყებულია გამოძიება.










