ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავის ავტობანზე – თვითმხილველების თქმით, გაჩერებულ მიკროავტობუსს დიდი სისწრაფით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
როგორც ცნობილია მიკროავტობუსებით სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ბრიგადები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო.
წყარო: ინფო რუსთავი










