ყვითელი მორიელის შხამი, რომელიც უძლიერეს ნეიროტოქსინს წარმოადგენს, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სითხეა – მისი ერთი ლიტრის ღირებულება 10,3 მილიონ დოლარს აღწევს.
ეს შხამი ადამიანისთვის სასიკვდილო არ არის, მაგრამ შეუძლია ანაფილაქსიური შოკის გამოწვევა. რატომ არის ის ძალიან ძვირი?
ფაქტია, რომ ეს შხამი შეიცავს ძალიან იშვიათ ცილას, რომელსაც იყენებენ მრავალი დაავადების სამკურნალოდ: ინსულტის, რევმატიზმის და ტვინის სიმსივნის დროს.
აუცილებელია ამ ნივთიერების მოპოვება მხოლოდ ხელით. ხელმისაწვდომი რომ იყოს ამ საოცარი შხამიანი სითხის მოპოვება, ამ მიზნით იქმნება სპეციალური ფერმები, სადაც ამრავლებენ ყვითელ მორიელებს. ამ ნედლეულის მოპოვება განსაკუთრებით რთულია. სწორედ ამიტომ არის ამ სითხის ღირებულება მაღალი.










