მსოფლიოს ყველაზე დიდმა აისბერგმა დნობა დაიწყო.
5,800 კვადრატული კილომეტრის ფართობის აისბერგი სახელად A68a ანტარქტიდის ნახევარკუნძულის შელფურ მყინვარ ლარსენ C-ს 2017 წლის ივლისში მოსწყდა.
თუმცა, როგორც ახალი თანამგზავრული ფოტოები მიუთითებს, აისბერგი პატარა ნაკუწებად დაიმსხვრა.
აშშ-ის ყინულის ეროვნული ცენტრის ცნობით, ეს ნაჭრები იმდენად პატარებია, რომ მათი მეთვალყურეობა უკვე შეუძლებელია.
ორი წლის განმავლობაში აისბერგი უძრავად იყო, მაგრამ შემდეგ მძლავრმა დინებამ ჩაიჭირა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით წაიღო.
სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, პირველ მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი. „თბილისში 29-30 აპრილს, შესაძლოა, მცირე წვიმა...










