LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თაღლითი საიმონ ლევიევი ქუთაისის ციხეშია

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თაღლითი საიმონ ლევიევი ქუთაისის ციხეშია

დაპოსტა 2025/09/22-ში
A A
387
ნახვა
გაზიარება

ბათუმის აეროპორტი, 14 სექტემბერი – თელ-ავივიდან თვითმფრინავი დაეშვა. ბორტზე, სხვა მგზავრებთან ერთად, მსოფლიოში ცნობილი “თაღლითი რომეო” – საიმონ ლევიევი აღმოჩნდა.

ინტერპოლით ძებნილ 35 წლის ლევიევს ქართველმა სამართალდამცველებმა აეროპორტში ხელბორკილი დაადეს. გაირკვა, რომ საქართველოს მოულოდნელ სტუმარს წითელი ცირკულარით გერმანია ეძებს.

საიმონ ლევიევი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თაღლითია, რომელმაც, ქალებთან ყალბი სასიყვარულო ურთიერთობებით, მილიონები იშოვა. ერთი კაცის არაერთ მსხვერპლზე “ნეტფლიქსმა”, 3 წლის წინ, დოკუმენტური ფილმიც გადაიღო. საიმონ ლევიევი, სწორედ ფილმის გამოშვების შემდეგ, მსოფლიომ გაიცნო, როგორც დახვეწილი მატყუარა.

რა გეგმები ჰქონდა საქართველოში, არავინ იცის. გაირკვა, რომ მისი დაკავების მიზეზი გერმანიის მოქალაქისგან, თაღლითურად მითვისებული 50 ათასამდე ევრო გახდა. ამ საქმეზე საიმონს გერმანიამ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

საქართველოში დაკავების შემდეგ, საიმონ ლევიევს ადვოკატი ახლობლებმა ისრაელიდან მოუძებნეს. ბათუმის სასამართლოში, ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ უდანაშაულოა, თუმცა მას საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს.

“კურიერი P.S.-მა” დეტალები გაარკვია. დოკუმენტებით ირკვევა, რომ საიმონ ლევიევმა გერმანელ ქალს სატელეფონო და საბანკო ბარათები ააღებინა და მოტყუებით გამოსძალა 50 ათასამდე ევრო.

დაზარალებული ბევრია, თაღლითური სქემა კი – ერთი. საიმონ ლევიევი ქალებს ჯერ გაცნობის აპლიკაციაში ეკონტაქტებოდა, სხვადასხვა მეთოდით თავს აყვარებდა, შემდეგ კი მათ საბანკო ანგარიშებს აცარიელებდა. “ნეტფლიქსის” ფილმის თაღლითი გმირი თავს მილიონერად ასაღებდა. ქალებს არწმუნებდა, რომ ბრილიანტების ებრაელი მაგნატის, ლევ ლევიევის შვილია. მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო და ცხოვრობდა მაღალი კლასის სასტუმროებში. მსხვერპლმა ქალებმა მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ სინამდვილეში საიმონ ლევიევი თაღლითობაში მხილებული ისრაელის მოქალაქე, შიმონ ჰაიუტია და წლების განმავლობაში ყალბი ვინაობით სარგებლობდა.

ფილმში მსხვერპლი ქალები ტინდერის თაღლითთან ურთიერთობას დეტალურად აღწერენ. ემოციებს ვერ იკავებენ, როდესაც ახსენდებათ, რა ძვირი დაუჯდათ წარუმატებელი პაემანი არარსებულ მილიონერთან.

უცხოური მედიის ცნობით, საიმონი ჯერ ფინეთში, შემდეგ ისრაელში დააკავეს. მან ციხე მალე დატოვა. “ნეტფლიქსის” ფილმზე ის სხვადასხვა მედიასაშუალებასთან ინტერვიუებში საუბრობდა და თავს მსხვერპლად წარმოაჩენდა.

ინტერპოლით ძებნილის საქართველოში დაკავებას საერთაშორისო მედიამ დიდი ყურადღება დაუთმო. თაღლითის საქმის დეტალები კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა.

მაგალითად, Times of Israel-ი წერს, რომ საიმონ ლევიევის დაკავებამ მსხვერპლ ქალებს შვება მოუტანა. დაზარალებულები ფაქტს სოციალურ ქსელებშიც გამოეხმაურნენ.

გამორიცხული არ არის, რომ “ტინდერ-თაღლითის” სამიზნე ქართველი ქალებიც გამხდარიყვნენ, თუმცა დანაშაულის არაერთ ფაქტში მხილებული კაცი უკვე ქუთაისის ციხეშია.

ადვოკატი საექსტრადიციო პატიმრობას რამდენიმე დღეში გაასაჩივრებს. პროცედურებს 9 თვე სჭირდება – საბოლოოდ, ქართულმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გადასცეს თუ არა გერმანიას “თაღლითი რომეო”.

გაზიარება155

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება მერვე სართულის აივანი ჩამოიშალა, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელსაც ხელბორკილები მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს - გააწყვეტილება თელავის სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადდა.   მედიკოსი მაია კოხტაშვილი, დღეს სასამართლოზე ამბობდა...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი
მთავარი

მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი - ინფორმაცას სოციალურ ქსელში მიშა შენგელია ავრცელებს. "ქალბატონი მზია იყო გამორჩეული ნიჭისა და ბუნების ადამიანი, რომლის შემოქმედებაც ჩვენი ქალაქის სიყვარულითა და პატივისცემით იყო გაჟღენთილი.იგი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მთავარი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და...

დაწვრილებითDetails

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მე-8 კლასელი გოგონას მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიებით დგინდება, რომ საქმე თვითმკვლელობას ეხება. შსს ვიდეო-მტკიცებულებასაც აქვეყნებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია...

დაწვრილებითDetails

ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი
მთავარი

17 წლის მოზარდის მკვლელობა ხუდადოვზე - დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახი სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონიძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას ეთანხმება. დღეს,ს ხდომის შემდეგ ბრალდებულის ბებიას კითხვები მედიის წარმომადგენლებმა დაუსვეს. ქალმა საუბარი არ ისურვა,...

დაწვრილებითDetails

პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“
მთავარი

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის თვითმხილველია ბრალდებული არასრულწლოვანის მეგობარია - როგოროც საქმის პროკურორი, ქეთი სონიძე აცხადებს, სწორედ მან დაინახა, როგორ დაარტყა დანა დაკავებულმა გარდაცვლილს და უთხრა "მიიღე ის, რაც გინდოდაო"....

დაწვრილებითDetails

28 000-მდე ლარი მოტყუებით ჩაარიცხინა – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული აღნიშნულ გემზე – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.   საქმეზე...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის...

დაწვრილებითDetails

როგორ არ შეგვარგეს ბედნიერი ცხოვრება – რას წერს მოკლული ბიჭის დეიდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
თბილისში მოკლული არასრულწლოვანი დათო ნა­რი­მა­ნი­ძეა
მთავარი

მკვლელობა თბილისში. მოკლულია 17 წლის ბიჭი. შემთხვევა ლოტკინის დასახლებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, თანატოლები დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ, შეკრებილი იყო 10-მდე ახალგაზრდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება სადღეგრძელოს მოჰყვა, რა დროსაც არასრულწლოვანი ფეხზე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"