საქართველოს ატმოსფეროში ნახშიროჟანგის გამოყოფა ერთ სულ მოსახლეზე მნიშვნელოვნად ჩამორჩება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში ნახშიროჟანგის გამოყოფა ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 2.83 ტონას, რაც მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს (4.8 ტონა) 70%-ით ჩამორჩება.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მდიდარი ქვეყნების მოსახლეობებს აქვთ ყველაზე მაღალი ნახშიროჟანგის ემისია. იმ ქვეყნებში, სადაც ხალხს საშუალო შემოსავალი აქვს $15000-$20000, ერთ სულ მოსახლეზე ნახშიროჟანგის გამოყოფა ახლოსაა გლობალურ საშუალოსთან (4.8 ტონა წელიწადში). ხოლო ყველა ქვეყანაში, სადაც ხალხის საშუალო შემოსავალი $25000 მეტია, ერთ სულ მოსახლეზე ნახშიროჟანგის გამოყოფა მსოფლიოს საშუალოზე მეტია