სოციალურ ქსელში დღეს გვერდმა “ტკბილი ხარ შენ უფალო“ გაავრცელა სამების ტაძარში დილით გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მრევლის ზიარება კვლავ საერთო კოვზით მიმდინარეობს.
საპატრიარქოს სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ზიარების წესი არ შეიცვლება. საპატრიარქომ ამასთან, დაუშვა ზიარების შემდგომი სიტკბოების მიღება ერთჯერადი ჭურჭლით. ვიდეოში ჩანს, რომ ამ მიზნისთვის მართლაც ერთჯერადი ჭიქები გამოიყენება.
ახლა , ის დროა, უფალს შინ დარჩენილებმა ვევედროთ, ზიარების მიმღებთ ან მაზიარებელთ არ ჰქონდეთ კორონავირუსი.