LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მოძალადის მიერ ელექტრონული სამაჯურის გაკეთებაზე უარის თქმა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს

მოძალადის მიერ ელექტრონული სამაჯურის გაკეთებაზე უარის თქმა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს

დაპოსტა 2020/09/01-ში
A A
102
ნახვა
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოძალადისთვის შემაკავებელ ორდერთან ერთად ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოძალადის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა, ზედამხედველობისათვის თავის არიდება კი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას იწვევს.

“2020 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესაძლებლობას, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე.

ძალადობის განმეორების რისკის შეფასება ხორციელდება შემაკავებელი ორდერის ოქმში ინტეგრირებული კითხვარის საფუძველზე. ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში მიიღება ძალადობის განმეორების რისკის დონე, მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი და სხვა გარემოებები.

ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება არაუმეტეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით, რომელიც არ აღემატება 1 თვეს.

ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა.

ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევაში მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური უმაგრდება. აღნიშნულის შედეგად ხდება მოძალადის მსხვერპლთან და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებთან მიახლოების რეალურ დროში კონტროლი.

ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების საკითხი ექვემდებარება სასამართლო კონტროლს.

პოლიციის მიერ გამოცემული ოქმი, გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. მოძალადის ვირტუალური მონიტორინგს უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112″.

მოძალადის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა.

მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისათვის თავის არიდება იწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა ინიცირებული, რომლის მიზანს წარმოადგენდა მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდა და დახვეწა.

კანონპროექტის ამოქმედებამდე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ხელშეწყობით გაზიარებული იქნა უცხო ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა და ექსპერტული ჩართულობით მომზადდა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები. სისტემის დანერგვის მხარდაჭერის მიზნით, UN WOMEN-მა, შინაგან საქმეთა სამინისტროს 100 ელექტრონული მოწყობილობა (სამაჯური) და შესაბამისი ინფრასტრუქტურა გადასცა”, -ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება42

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2025
0
მამა-შვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან...

დაწვრილებითDetails

ლუკა კურტანიძის ადვოკატი სასამართლოს 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შესთავაზებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2025
0
ლუკა კურტანიძის ადვოკატი სასამართლოს 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შესთავაზებს
მთავარი

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ვეტერანი მოჭიდავის, ლუკა კურტანიძის ადვოკატი, ივანე მეფარიშვილი სასამართლოს კურტანიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართავს. როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მან ჟურნალისტებს განუცხადა, ალტერნატივის სახით ის სასამართლოს 50...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივლისი 29, 2025
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7070 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7075 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

“ბალტიისპირეთში ბოლშევიზმი თანამედროვე სახით, მაგრამ ძველი სახელებითა და გვარებით დაბრუნდა”- არჩილ გორდულაძე

by მეგა TV
ივლისი 29, 2025
0
არჩილ გორდულაძე დარჩო ხეჩუაშვილზე: ასეთი ადამიანი რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი საქმისთვის არ შემოვიდოდა, ეს ცალსახაა და საზოგადოებას ძალიან კარგად წარმოუდგენია, რა საქმისთვის შეიძლება იყოს მოსული
მთავარი

ვხედავთ, რომ ბალტიისპირეთში ბოლშევიზმი თანამედროვე სახით, მაგრამ ძველი სახელებითა და გვარებით დაბრუნდა - გასაკვირი არ არის, რომ “დიფ სთეითის“ მართული ხელისუფლებები მოქმედებენ ისე, როგორც ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ და ფაშისტურ...

დაწვრილებითDetails

“კორუფცია უნდა იქნას განხილული, როგორც ქვეყნის ღალატი “- გია ვოლსკი

by მეგა TV
ივლისი 29, 2025
0
მედვედევის მუქარას აქვს გარკვეული მიზანი-ვოლსკი
მთავარი

კორუფცია იმ დონეზე უნდა იქნას განხილული, როგორიც არის ქვეყნის ღალატი - რა გვარის და რა წარმომავლობის ადამიანიც არ უნდა იყოს, ქვეყნის წინაშე ღალატის ეს დონე, რასაც მასშტაბური კორუფციის ხელშეწყობა და მასში...

დაწვრილებითDetails

” ლუკა კურტანიძეს პროვოკაცია მოუწყვეს, რისთვისაც მისი ყოფილი ცოლი გამოიყენეს “- ადვოკატი

by მეგა TV
ივლისი 29, 2025
0
” ლუკა კურტანიძეს პროვოკაცია მოუწყვეს, რისთვისაც მისი ყოფილი ცოლი გამოიყენეს “- ადვოკატი
მთავარი

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე, რომელსაც ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობას, მისი ნივთის განზრახ დაზიანებასა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას ედავებიან, ბრალს არ აღიარებს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კურტანიძის...

დაწვრილებითDetails

Reuters – ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 60 000-ს გადააჭარბა

by მეგა TV
ივლისი 29, 2025
0
Reuters – ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 60 000-ს გადააჭარბა
მთავარი

ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 60 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დღემდე, ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

“ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის იდეაა, როგორმე საქართველო რუსეთის აგრესიის ქვეშ მოჰყვეს ” – გია ვოლსკი

by მეგა TV
ივლისი 29, 2025
0
“ნაციონალები” ცუდათ დაამთავრებენ_გიორგი ვოლსკი
მთავარი

ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის იდეაა, როგორმე საქართველო რუსეთის აგრესიის ქვეშ მოჰყვეს და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით საფრთხეები შემცირდეს - ეს არის სცენარი! - ასე ხსნის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ლიეტუვის მიერ საქართველოს ხელისუფლების...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

by მეგა TV
ივლისი 29, 2025
0
წყალტუბოში არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
მთავარი

წყალტუბოში , ქალაქის ტერიტორიაზე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება რუსთაველის და ტაბიძის ქუჩებზე, ხოლო პარკის ტერიტორიაზე წესრიგდება გარე განათების ქსელი.  ამის შესახებ ინფორმაციას „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე...

დაწვრილებითDetails

კლიმატის ცვლილების გამო, დედამიწაზე ახალი “სეზონები” ჩნდება – კვლევა

by მეგა TV
ივლისი 29, 2025
0
კლიმატის ცვლილების გამო, დედამიწაზე ახალი “სეზონები” ჩნდება – კვლევა
მთავარი

დედამიწაზე მიმდინარე კლიმატის ცვლილების შედეგები უკვე ბევრ რეგიონში იგრძნობა. ახალი კვლევის თანახმად, ამას წელიწადის სეზონებზეც აქვს გავლენა, რადგან ისინი ისეთი აღარაა, როგორიც ადრე იყო. ზოგადად, სეზონები დედამიწის ღერძის 23.5-გრადუსიანი დახრილობით განპირობებული ტემპერატურული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"