ჩინეთში მდებარე ცარიელ ქალაქებში არის ყველაფერი – მრავალსართულიანი ბინები, ტბები, ქუჩები, სავაჭრო ცენტრები, ერთადერთი, რაც ქალაქებს აკლია – ადამიანებია.
ჩინეთში რამდენიმე ათეული “მოჩვენებების ქალაქია”, რომელიც რამდენიმე მილიონი მოსახლისთვის არის აშენებული, თუმცა თითოეულ მათგანში რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქალაქებში მაცხოვრებლები სოფლებიდან უნდა გადაიყვანონ, თუმცა პატარა ქალაქებისა და პერიფერიების მოსახლეობის დიდი ნაწილი აუთვისებელ ქალაქში გადასახლებაზე უარს ამბობს.
ამის მიუხედავად, ჩინეთმა მოახერხა, რამდენიმე სრულიად ცარიელი ქალაქი ხალხმრავალ მეგაპოლისად ექცია.
rustavi2.ge