მოქალაქე, რომელსაც “ოცნების”დეპუტატი ნინო წილოსანი “ადევნებაში” ადანაშაულებს, გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც დავით კუპრავა Facebook-ზე წერს, მან გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.
“დამიბარეს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე ნინო წილოსანის ადევნების ფაქტზე. ვნახოთ, რა იქნება. არა რუსულ რეჟიმს!
update: უარი განვაცხადე გამოძიებაში ჩვენების მიცემაზე და მოვითხოვე მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვა! სიმართლე და მტკიცებულებები ჩემს მხარეს არის. ამიტომ, თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს, ეს რეჟიმია, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების პროტესტის ეშინია”- წერს კუპრავა.










