LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როდის ხდება წყლის ჭავლის გამოყენება – გაეროს ნორმები

მოქალაქეთა ჯანმრთელობას დაემუქრა საფრთხე, მით უფრო – ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში – ”ადამიანის უფლებათა ცენტრი”

დაპოსტა 2020/11/09-ში
A A
69
ნახვა
გაზიარება

”ადამიანის უფლებათა ცენტრი” შეშფოთებული ადევნებს თვალს ცესკოს წინ მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციას, სადაც შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა არაპროპორციული ძალით და კანონდარღვევით რამდენჯერმე გამოიყენა სპეცსაშუალებები – წყლის ჭავლი და უცნობი სახის (სავარაუდოდ – ცრემლსადენი) აირი , – ამის შესახებ “ადამიანის უფლებათა ცენტრის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” შეფასებით, შემაშფოთებელია, რომ პოლიციამ სპეცსაშუალება – წყლის ჭავლი თავდაპირველად გამოიყენა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.

„თანაც – ცივ კლიმატურ პირობებში, რითაც მოქალაქეთა ჯანმრთელობას დაემუქრა საფრთხე, მით უფრო – ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში. ბოლო ინფორმაციით კი მედიით ვრცელდება კადრები, რომლის თანახმად, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს და ტვ „პირველის“ ოპერატორს დაუზიანდა თვალი სავარაუდოდ გამოყენებული რეზინის ტყვიებით.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” დამკვირვებლები 2020 წლის 8 ნოემბერს მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ საქართველოს პარლამენტის და შემდგომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ მოქალაქეთა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სრულ მიმდინარეობას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, მათი დაშლის მიზნით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს სპეციალური საშუალებები – წყლის ჭავლი და უცნობი სახის (სავარაუდოდ – ცრემლსადენი) აირი.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” დამკვირვებლების ინფორმაციით, აქციაზე, ერთი მხრივ, არ გამოკვეთილა რომელიმე სპეციალური საშუალების გამოყენების საჭიროება და, მეორე მხრივ, სამართალდამცველების მიერ არ შესრულებულა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, სპეციალური საშუალებების გამოყენების წინ პირთა წინასწარი გაფრთხილების შესახებ. აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და სავარაუდოდ ცრელმსადენი აირის გამოყენება წარმოადგენდა არაპროპორციულ ძალას, რამაც უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

„პოლიციის შესახებ კანონის“ თანახმად, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნას „მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა პოლიციელის მოთხოვნა გაჩერების შესახებ და შეიარაღებული დამნაშავის დასაკავებლად“. ხოლო, ცრელმსადენი გაზი შეიძლება გამოყენებულ იქნას „პირზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, დატოვოს დაკავებული ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს”.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” დამკვირვებლების ინფორმაციით, ცესკოს წინ მიმდინარე აქციაზე ადგილი არ ჰქონია კანონით გათვალისწინებულ არცერთ ზემოაღნიშნულ შემთხვევას, რომელიც გაამართლებდა წყლის ჭავლის ან ცრემლსადენი გაზის გამოყენებას აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. მოქალაქეები ცესკოს წინ არსებულ ლითონის მესერზე აბრახუნებდნენ მუშტებით და სხვადასხვა საგნით, რაც არ შეიძლება შეფასდეს ძალადობრივ ქმედებად.

„პოლიციის შესახებ კანონის“ 31-ე მუხლის თანახმად, პოლიცია ვალდებულია, წინასწარ გააფრთხილოს პირი სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ და მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, „გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება, გამოიწვიოს პირის ან/და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელი ან შეუძლებელია“. გაფრთხილების გამოუყენებლობის საფუძვლად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კანონით გათვალისწინებული სწორედ აღნიშნული გამონაკლისი მიუთითა და განაცხადა, რომ როდესაც სახეზეა გადაუდებელი აუცილებლობა და ძალადობამ შესაძლოა, გამოიწვიოს პოლიციელის ან სხვა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი, პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს სპეციალური საშუალება, მათ შორის, წყლის ჭავლი .

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” დამკვირვებლების ინფორმაციით, ცესკოს წინ მიმდინარე აქციაზე არ ყოფილა კანონით გათვალისწინებული არცერთი გამონაკლისი შემთხვევა, რომელიც გაამართლებდა გაფრთხილების გარეშე სპეციალური საშუალებების, წყლის ჭავლისა და სპეციალური აირის გამოყენებას აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს არაპროპორციული და გადამეტებული ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, პატივი სცეს საქართველოს კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება28

დაკავშირებული -პოსტები

საგანგებო სიტუაცირის სამსახური განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი ტექნიკა. მეხანძრე-მაშველები აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ სამუშაოებს და მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილზე...

დაწვრილებითDetails

სოფელ კურსებში მეწყერის შედეგად 5 სახლი დაინგა

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
სოფელ კურსებში მეწყერის შედეგად 5 სახლი დაინგა
მთავარი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეწყრული ზონიდან 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებული არავინაა. დაზარალებული ოჯახების...

დაწვრილებითDetails

12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი ნებისმიერი საქმე, დღეს, სარგებელსაც მოგიტანთ, ხოლო თუ პრობლემების მოსაგვარებლად ახლობლებს ან კოლეგებს დაიხმართ, გაცილებით მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდით. კურო დაბნეულობა და გადაღლილობა ნეგატიურად აისახება თქვენს საქმიანობასა და ქმედებებში, რაც,...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო, არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს ახორციელებს. სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი ფრინველის სასაკლაო გამოავლინეს. ჩატარებული  ინსპექტირების შედეგად...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა
მთავარი

თელავში 8 თვის ორსული გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 44 წლის, მაკა ასაბაშვილი სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბის შედეგად დაიღუპა. გარდაცვლილ ქალს ერთი შვილი ჰყავდა. „ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა კიდეც, თუმცა...

დაწვრილებითDetails

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – განახლებული კურსი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7300 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7438 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს, თბილისის დროით, 16:49 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.  ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ეპიცენტრი ქალაქ ყვარელიდან ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ შილდიდან 2კმ-ში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1(ML)...

დაწვრილებითDetails

ავარია ბათუმში – დაშავდა 1 ადამიანი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბათუმში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაცას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. შემთხვევა ფიროსმანისა და შარტავას ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის...

დაწვრილებითDetails

„მუნიციპალიტეტებში 4.886 მლნ ლარის ტრანზაქცია შესრულებულია ისეთ ანგარიშზე, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა“ – აუდიტი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
ეკონომიკა

„მუნიციპალიტეტებში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები,“ - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტების 2022-2023 წლების საბიუჯეტო პროცესის მართვის შესაბამისობის აუდიტშია აღნიშნული, რომელსაც "ბიზნესპრენიუსი" აქვეყნებს. აუდიტის...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასმა ერთ დღეში კვლავ მოიმატა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
ქორწინების ოქროს ბეჭედი 28%-ით გაძვირდა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 185 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.96%-ით კლებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"