“სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის” (ISSA) კვლევის მიხედვით, საპროტესტო აქციების მოთხოვნების შესრულებას გამოკითხულთა უმრავლესობა ემხრობა.
რეჟიმის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაზე კითხვას გამოკითხულები ასე პასუხობენ:
- 56,5% სრულად ვეთანხმები
- 19,8% უფრო ვეთანხმები, ვიდრე არ ვეთანხმები
- 7,2% უფრო არ ვეთანხმები, ვიდრე ვეთანხმები
- 11% საერთოდ არ ვეთანხმები
- 4,9% არ ვიცი
- 0,6% უარი პასუხზე
დაინიშნოს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”
- 47,2% სრულად ვეთანხმები
- 14,9% უფრო ვეთანხმები, ვიდრე არ ვეთანხმები
- 10,4% უფრო არ ვეთანხმები, ვიდრე ვეთანხმები
- 23,8% საერთოდ არ ვეთანხმები
- 3,4% არ ვიცი
- 0,3% უარი პასუხზე

რაც შეეხება უშუალოდ აქციებს, 60%-მდე ემხრობა, 45% პროტესტის აქტიური მხარდამჭერია.
კვლევა 2025 წლის 18-30 იანვარს “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” ჩაატარა. გამოიკითხა 2 000 რესპოდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.










