ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას.
„სანამ მედიაციის ახალ რაუნდზე დავიწყებთ საუბარს, იქნებ დაასრულოთ პირველი მედიაცია, საიდანაც ივანიშვილი გავიდა.
რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ხმის მიცემის დასრულებამდე არ ვგეგმავ ფიზიკურად გამოჩენას, თუმცა, ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია“,– წერს სააკაშვილი Facebook-ზე.
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა “ტვიტერზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ესმის სააკაშვილის სურვილი, დაბრუნდეს სამშობლოში, თუმცა მისი ეს ნაბიჯი ახლა საქართველოს დესტაბილიზაციას მოუტანს..
კრამონის თქმით, მან და მისმა კოლეგებმა ყოველივე ეს მკაფიოდ განუმარტეს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბოლოდროინდელი შეხვედრების დროს. კრამონის განცხადებით, ამ პოზიციას ასევე ფართოდ იზიარებენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევი-თბილისის რეისზე ბილეთი აიღო.










