ბათუმის მეათე საჯარო სკოლის მეორე სართულიდან მოსწავლე გადმოხტა – ამის შესახებ ინფორმაცია TV25-ს წყარომ მიაწოდა. მისივე ცნობით, დაშავებული ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მოზარდს ორივე ხელი მოტეხილი აქვს. “ბავშვები შატალოზე აპირებდნენ წასვლას, სკოლის კარები იყო ჩაკეტილი, რის გამოც ერთ-ერთი მოზარდი ფანჯრიდან გადახტა”- გვიყვება წყარო. ფაქტს კატეგორიულად უარყოფს სკოლის დირექტორი, თუმცა, სასწავლო დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტს დავით ეცადეიშვილი ადასტურებს. მისი მტკიცებით, მოზარდი ეზოში წაიქცა, რის შედეგადაც ხელი მოიტეხა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში, მოზარდის დაშავების შესახებ შეტყობინება არ შესულა. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში კი, სადაც სკოლის მოსწავლე იყო მოთავსებული, აცხადებენ, რომ იგი უკვე ბინაზე გაეწერა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...










