მოსკოვში “გამარჯვების დღის” აღსანიშნავი სამხედრო აღლუმის საჰაერო კომპონენტი გაუქმდა.
ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უამინდობის გამო, სამხედრო აღლუმის საჰაერო კომპონენტი გაუქმდა.
თუმცა, როგორც ამბობენ მოსკოვში საფრენოსნო ამინდი ნამდვილად არის, მით უფრო, გასულ წლებში, გაცილებით რთულ მეტეროლოგიურ პირობებში უწყვეტად ჩატარებულა აღლუმის საჰაერო ნაწილი.