მოსახლეობის “სინოფარმით’ ვაქცინაცია ხვალიდან, 4 მაისიდან დაიწყება, ჩინური ვაქცინით იმუნიზაციის სურვილი 15 325 ადამიანმა გამოთქვა და რეგისტრაცია გაიარა.
„სინოფარმი“ ეს არის ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული ვაქცინა. მას მინიმალური გვერდითი მოვლენები ახასიათებს და მისი ეფექტიანობა 80% -ია.. ამ დროისთვის „სინოფარმი“ აღიარებულია 35 ქვეყანაში და 200 მილიონზე მეტი დოზაა გაცემული.










