ცნობილი პედაგოგი დიმიტრი გოშხეთელიანი საქართველოში სასკოლო განათლების სისტემისა და მათემატიკის სწაცლების მეთოდიკის შესახებ ხშირად წერს. იგი არის არაერთი იდეისა და ინიციატივის ავტორი, რომლის გათვალისწინებაც საქართველოში განათლების სისტემის გაჯანსაღებას წაადგებოდა. ამჯერად, მისი მოსაზრებით, არსებული მოცემულობით, საქართველოში სკოლამ რესურსი ამოწურა :
,, საქართველოში არსებული ,,ყოველგვარი გადამეტების გარეშე ვამბობ—სკოლამ ამოწურა ყველა რესურსი. მოსაშორებელია არსებული სტრუქტურით სკოლები, ისინი არაფერს აძლევენ მოსწავლეებს და ვერც მიცემენ. არსებობს ამის როგორც სუბიექტური , ისევე ობიექტური ფაქტორები….
სახელმწიფომ უნდა დაუშვას ონლაინ სკოლები. 100-ჯერ მეტად წინ წავა განათლება და არაერთი ხელმოკლე ოჯახისშვილი მიიღებს ფუნდამენტალურ განათლებას ნამდვილი პროფესონალი პედაგოგიდან.
არსებულ სიტუაციაში რა მდგომარეობაა ბოლომდე ნუ მათქმევინებთ. ვინმეს რაიმე განსხვავებული აზრი ხომ არ აქვს? ნამეტან უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენებ( წინასწარ ვამბობ) …”-წერს დიმიტრი გოშხეთელიანი.