თბილისში დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტს ზაალ კუხიანიძეს მოსამართლემ გაფრთხილება მისცა.
პროცესის დასრულების შემდეგ ზაალ კუხიანიძემ ვიდეომიმართვა ჩაწერა და განაცხადა, რომ დამკავებელმა პოლიციელმა სხდომაზე ურთიერთგამორიცხავი ჩვენებები მისცა, რის შემდეგაც მოსამართლეც დარწმუნდა, რომ აქტივისტის დაკავება უკანონოდ მოხდა.
ზაალ კუხიანიძე რამდენიმე დღის წინ თბილისში აქციაზე დააკავეს.










