მონობა სიჩუმით იწყება – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ბათუმის სტუდენტების აქციას უერთდებიან და აცხადებენ რომ არჩევნები გაყალბდა.
სტუდენტებმა აქცია უნივერსიტეტის ეზოში გამართეს.
,,არჩევნები გაყალბდა და ჩვენ სტუდენტები ამას არ შევეგუებით! ეს ქვეყანა არის ჩვენი და ვერავინ შეძლებს ამის წართმევას.
ვიცი, რომ აცივდა და ყველას კომფორტულად სახლში უნდა დროის გატარება, მაგრამ ამის უფლება არ გვაქვს, ვისაც ჩვენი ქვეყნის მომავალი ანაღვნებს ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა, გამოვიდეთ გარეთ და გავაგონოთ მათ, რომ ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი!” – აცხადებენ სტუდენტები.