49 წლის მამაკაცს, კლინიკაში სამედიცინო მომსახურებაზე უარი უთხრეს, ის სამედიცინო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, შენობასთან ახლოს გარდაიცვალა – ბერძნული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა საბერძნეთში, ქალაქ პატრაში აგიოს ანდრეას სახელობის საავადმყოფოში მოხდა.
შუახნის მამაკაცი კლინიკაში გამთენიას მივიდა, მას გულ-მკერდის არეში ძლიერი ტკივილი და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. როგორც ცნობილია სამედიცინო პერსონალმა იგი სხვა კლინიკაში გადაამისამართა, თუმცა ტრანსპორტირებაზე უარი განუცხადეს.
შემთხვევას უკვე მოჰყვა გამოხმაურება საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემის მხრიდან, კერძოდ კი ჯანდაცვის მინისტრის განკარგულებით აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო, რათა დადგინდეს, გახდა თუ არა 49 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ექიმების მხრიდან სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმა.