“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება, ორბელიანების სასახლეში გამართულ საახალწლო მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას.
როგორც ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილს სწორი პოლიტიკური გზავნილები ჰქონდა.
“კონკრეტულ მოლოდინზე ვერაფერს ვიტყვი, ამას სხვა ქმედება სჭირდება. ვნახოთ, ფრთხილი მოლოდინი მაქვს.
მაგრამ ერთი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ მე მომეწონა, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა. სწორი გზავნილები იყო”, – წერს ხატია დეკანოიძე.










