ისრაელიდან მოწვეული ექიმის განმარტებით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებულ 15 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 15 წლის მოზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო, რის გამოც გუშინ საღამოს იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ისრაელიდან მოწვეულმა ექიმმა ჩაუტარა. ზიონ ზიბლის თქმით, მომდევნო 4-5 დღე იქნება გადამწყვეტი, რის შემედგეაც გაირკვევა, შეძლებს თუ არა პაციენტი მიღებული ტრავმების დაძლევას.
„ამჟამად ის კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია. მომდევნო 4-5 დღე იქნება გადამწყვეტი, რათა ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის მიღებული ტრავმის შედეგების დაძლევას. ახლა მას საავადმყოფოში შესაბამის სამედიცინო მკურნალობას უწევენ. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად“,- განაცხადა ისრაელიდან მოწვეულმა ქირურგმა.
შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს მოზარდმა საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტომით თვითმკვლელობა სცადა. თვითმკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა პოლიციის განყოფილებაში დაკითხვა, რომელიც “მწვანე სკოლაში” მომხდარ ფაქტს უკავშირდებოდა. ადვოკატის ინდორმაციით სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ და მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. აღნიშნული ბრალდება კატეგორიულად უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მოგვიანებით, სამინსიტრომ გაავრცელა განცხადება, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციის მაღალჩინოსნებს, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდათ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.