“იუნესკოს” ცნობით, მომავალი 10 წლის განმავლობაში დედამიწაზე წყლის დეფიციტი შეიქმნება. ანგარიშში, რომელიც ორგანიზაციამ საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა წერია, რომ 2030 წლისთვის წყლის დეფიციტის პროცენტული მაჩვენებელი 40-ს მიაღწევს.
ამ დროისთვის დედამიწაზე 2 მილიარდი ადამიანია, რომელსაც წყალზე პირდაპირი წვდომა არ აქვს.
“იუნესკო” საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა წყლის რესურსის დასაზოგად და შეიქმნას მისი გადანაწილების მექანიზმი.