ფენიქსში, არიზონას დაწყებითი სკოლის მახლობლად მოზარდს რამდენჯერმე ესროლეს, – ინფორმაციას Foxnews ავრცელებს და წერს, რომ მოზარდი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მოზარდი დაახლოებით 10 წლისაა, თუმცა ფენიქსის პოლიცია მოზარდის ზუსტ ასაკს არ ადასტურებს.
გამოცემის ცნობით, ის უკვე მერვე ბავშვია, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დახვრიტეს.