LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კანონპროექტი მძიმე დარტყმას აყენებს და აკნინებს სამოქალაქო საზოგადოების როლს-რელიგიათა საბჭო

მოვუწოდებთ ხელისუფლებას: სამუდამოდ უკან გაიწვიოს კანონპროექტი – თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილის მიმართვა

დაპოსტა 2024/04/17-ში
A A
36
ნახვა
გაზიარება

თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი რუსულ კანონთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გვსურს შეშფოთებით გამოვეხმაუროთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც მნიშვნელოვნად ვნებს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, ამჟამინდელ ნებასა და ინტერესებს.
დაუშვებელია საქართველოს მოქალაქეთა შეუპოვრობით მოპოვებული მიღწევის (კანდიდატის სტატუსი) ერთი ხელის მოსმით ნიველირება და მმართველი გუნდის მხრიდან მისი რედუცირება, რომელსაც რუსული კანონი ბუნებრივად გამოიწვევს და უდიდეს რეპუტაციულ ზიანს მოგვაყენებს, თვითიზოლაციასთან ერთად. ეს იქნება რეგრესზე ორიენტირებული დეფორმირების მცდელობა, საგარეო ვექტორის მკვეთრი გამრუდება და არა ქვეყნის წინსვლაზე, მომავლის პერსპექტივასა და განვითარებაზე ზრუნვა!
ევროპული ცივილიზაცია, თავისი კულტურული თვითმყოფადობით სამ ფუძემდებლურ პოსტულატს ემყარება, ესენია: ბერძნული ფილოსოფია, რომაული სამართალი და ქრისტიანობა. შესაბამისად, ნებისმიერი მატერიალურ-სულიერი დარგი თუ დისციპლინა, რომელიც კი ევროპაში ჩაისახა და განვითარდა, ამ სამწახნაგოვანი ღირებულების ბუნებრივი გაგრძელებაა და სწორედ ამ ნიადაგზეა ამოზრდილი ჩვენი ეროვნული იდენტობაც, რომელიც სადღეისოდ სერიოზული საფრთხის წინაშე იმყოფება.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას: სამუდამოდ უკან გაიწვიოს კანონპროექტი, შეწყვიტოს პოლარიზაციისა და საზოგადოებრივი დაპირისპირების ინსპირაცია, გაითვალისწინოს ევროკავშირის ასამბლეის მიერ გამოთქმული რეკომენდაციები, მოახდინოს საკუთარი კოლაბორაციონისტული რიტორიკის კორექცია და უარი თქვას რუსული პროპაგანდის მახასიათებლებზე.
გამოვთქვამთ იმედს, რომ დასავლურ სამყაროსთან ინტეგრაციის გზაზე საზოგადოების ყველა ჯგუფი იქნება კონსოლიდირებული და პასუხისმგებლიანი.
ახლა, როგორც არასდროს, ფუნდამენტურად გადამწყვეტი ჟამი დგას, რათა საბოლოოდ გავთავისუფლდეთ იდეოლოგიური ჰომოსოვიეტიკუსის ფანტომისგან და რეალური ნაბიჯები გადავდგათ ცნობიერების ამაღლებისკენ, უსაფრთხო, ტრადიციულად  ტოლერანტული, პლურალისტური, ძლიერი ევროპული და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებისკენ, სადაც კანონის უზენაესობა, ადამიანის სიცოცხლე, საკუთრება და სიტყვა გარანტირებულად დაცული იქნება!” ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები:

  • დეკანოზი ზაზა თევზაძე
  • დეკანოზი ილია ჭიღლაძე
  • არქიმანდრიტი ათინოგენე (მდივანი)
  • იღუმენი დანიელი (გვილავა)
  • მღვდელი მირიან მესხაძე
  • იღუმენია თამარი (გამყრელიძე)
  • გოჩა ბარნოვი
  • ბექა მინდიაშვილი
  • გურამ ლურსმანაშვილი
  • ვანო შოშიაშვილი
  • გიორგი გეგუჩაძე
  • ზვიად ცაბაძე
  • ბექა ჭიჭინაძე
  • მამუკა ხითარიშვილი
  • რატი ბიგანიშვილი
  • გურამ პაპავა
  • გიორგი ტიგინაშვილი
გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 37 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით,...

დაწვრილებითDetails

სუს-მა თაღლითობის ბრალდებით საქართველოს 5 და თურქეთის 1 მოქალაქე დააკავა

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
სუს-მა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, საქართველოს ხუთი...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანებმა სააფთიაქო და მაღაზიათა ქსელებიდან პროდუქცია გაიტაცეს – დაკავებულია 5 პირი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
არასრულწლოვანებმა სააფთიაქო და მაღაზიათა ქსელებიდან პროდუქცია გაიტაცეს – დაკავებულია 5 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით, 5 არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის 2 წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი...

დაწვრილებითDetails

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   აქტიური დღეა. შესაძლოა, მოულოდნელად საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა ბევრ გაუგებრობას აგარიდებს.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დღეს ჯობს გადაწყვეტილებები ემოციების ნაცვლად კარგად გააზრებულ გეგმას...

დაწვრილებითDetails

15 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ღამით აღმოსავლეთის, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით...

დაწვრილებითDetails

გვიან ღამიდან დილამდე წვიმა და ქარია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში
მთავარი

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.   გართულებულია საავტომობილო მოძრაობა გმირთა მოედანზე, სადაც ძლიერი წვიმის ფონზე გზაზე წყალი მოედინება.   ასევე, საავტომობილო საცობია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.   სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები...

დაწვრილებითDetails

მძღოლს, რომელიც გომის მთაზე ხრამში გადავარდა შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია არ ჰქონდა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები
მთავარი

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაბა გო­მის მთის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მომ­ხდა­რი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც ოთხი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.   პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნახ­მად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია
მთავარი

79 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია. ბადრი ვადაჭკორია დაიბადა 1947 წლის 29 მაისს ლანჩხუთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"