“სახლში იციან, აქ რომ ხარ?”, – ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში “ლელოს” წევრ საბა ბუაძეს, რომელმაც მას კორუმპირებული უწოდა.
“ქურდს ქუდი ეწვისო და ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე. ეს არის პოლიტიკურ – სამართლებრივი შეფასება და გაჟღერდება იმდენჯერ, რამდენჯერაც დავინახავთ ასეთ კორუფციულ შემთხვევას.
თქვენ და თქვენს კოლეგებსაც ამის მოსმენა და ატანა მოგიწევთ. ხელების შლა არ არის კულტურული ქცევა”, – უთხრა ბუაძემ კალაძეს.
კალაძემ ბუაძეს ურჩია, “კორუმპირებულები და თაღლითები საკუთარი პარტიის ბოსებში” მოეკითხა.
“არც სამართალი იცით და არც პოლიტიკის გაგებაში ხართ. რამდენ ტყუილსაც იტყვით, იმდენჯერ მოგხვდებათ ცხვირ-პირში… რამდენჯერაც იტყვით, იმდენჯერ სიმართლე მოგხვდებათ ცხვირ-პირში”, – მიმართა კალაძემ ბუაძეს.










