მრავალდარგოვანი კოლეჯის „მედიკ ფორტე“-ს დირექორი იზა დიაკვნიშვილი ქუთაისის მერის მოადგილეს იუზა უგულავას კორფციულ გარიგებასა და აუდიტის დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს.
დიაკვნიშვილის თქმით შენობა (ზვიად გამსახურდიას 34), რომელშიც ფართი 12 წლიანი საიჯარო ხელშეკრულებით ქონდა აღებული, გაყალბებული აუდიტის დასკვნის საფუძველზე დაბალ ფასად გაასხვისეს , ხოლო მისი ქონება ახალმა მფლობელმა მიითვისა (77 000 ლარის ღირებულების ინვენტარი).
„ეს შენობა იუზა უგულავამ მიყიდა დავით ტაბიძეს ძალიან დაბალ, დაახლოებით 500 000 ლარში, რათა ეწარმოებიათ შემდეგ მრავალსართულიანი ბინათმშენებლობა თავისი კომერციული ფართებით და მიეღოთ განუსაზღვრელი ოდენობით მოგება , სწორეც ეს იყო ამ კომერციული გარიგების მიზანი“-აღნიშნა დიაკვნიშვილმა.
2018 წლის შემდეგ მიმდინარეობს გამოძიება ქუთაისის რაიონულ პროკურატურაში ქურდობის ფაქტზე , თუმცა 5 წლიანი კვლევის შედეგი ჯერ არ დამდგარა. 2022 წლიდან კი უკვე დაიწყო კორფციის ფაქტზე გამოძიება.
„დავით ტაბიძეს იუზა უგულავა მფარველობს, ხოლო იუზა უგულავა გრიგოლ ლილუაშვილის სახელსაა ამოფარებული. მე მივამართავ ბატონ გრიგოლს, თქვენთან ახლობლობით სარგებლობს იუზა უგულავა, შეჩერებულია გამოძიება და დამნაშავე პირის დევნა . ამით იუზა უგულავამ დააზარალა არა მარტო ჩემი კოლეჯი, არამედ ქუთაისის ბიუჯეტიც. ამ შენობაში განთავსებული იყო გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულის მუნიციპალიტეტი, რომელიც ახლა ქირით გადაყვანილია კერძო მესაკუთრის ფართში და ამისათვის ბიუჯეტიდან ცალკე იხარჯება თანხა“ -აცხადებს იზა დიაკვნიშვილი.
ის საქმის სამართლიან გამოძიებსა და ზარალის ანაზღავურებას ითხოვს .