15 ივნისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ სექტემბრისთვის ყველა სტუდენტი და სკოლის მასწავლებელი ორჯერადად იქნება კოვიდვაქცინით აცრილი. თუმცა არ დაუკონკრეტებია, მიიღებს თუ არა ეს სავალდებულო ხასიათს. ამის გასარკვევად „ჰოთნიუსი“ დაუკავშირდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურს, სადაც განგვიმარტეს, რომ ეს არ იქნება სავალდებულო და მხოლოდ მოწოდებითი ხასიათი ჰქონდა.
„ვაქცინაცია, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში არ არის სავალდებულო, შესაბამისად, სტუდენტებისა და მასწავლებლების აცრა არ იქნება სავალდებულო. ეს მხოლოდ მოწოდებითი ხასიათის იყო.“ – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.
Hotnews.ge










