მკვლელობა, თუ თვითმკვლელობა ბათუმში – 29 წლის მეგი მაჩაბელი გარდაცვლილი იპოვეს. იგი ბათუმში დროებით ცხოვრობდა და მუშაობდა.
შემთხვევა 16 ივლისს მოხდა.
გავრცელებული ცნობით გარდაცვლილს სხეულზე ცეცხლასასროლი არაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.
მეგი მაჩაბელის მეგობრები ამბობენ, რომ არ ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გოგონას ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.
მეგი ბათუმიდან გარდაბანში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.