“ის დაიწყებს შიმშილობას… ვერ გაუძლებს ამას” – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობს.
ის რუსთავის ციხესთან თანაპარტიელებთან ერთად იმყოფება და ელოდება ინფორმაციას, როგორ გრძნობს თავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
როგორც ხერხეულიძემ “მთავარი არხის” სპეცეთერში თქვა, ის სახალხო დამცველის წარმომადგენლის მისვლას ელოდება, რომელიც რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს.










