პროექტის „ნაბიჯ-დაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ გამარჯვებული ბიზნეს იდეების ავტორები გამოვლინდნენ. მათ სერთიფიკატები და ის სპეც- ტექნიკა გადაეცათ, რაც შემდგომში საკუთარი საქმიანობისა და იდეების გაანვითარებაში დაეხმარებათ. გრანტი ტექნიკის სახით სულ 9 გამარჯვებულმა მიიღო. გრანტის მიღებამდე კი მათ პროექტის ერთ-ერთი კომპონენტის ფარგლებში პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ეტაპებიც გაიარეს . ბენეფიციარებს ასევე შესაძლებლობა ქონდათ ესარგებლათ სხვადასხვა სახის სარეალიტაციო სერვისებით და მენტორების მხარდაჭერით . პროექტს საერთაშორისო ორგანიზაცია “ Hilfswerk International “ , ორგანიზაციებთან “თახმობა”-სა და მეწარმე ქალთა ფონდთან ერთად შიდა ქართლში, სამეგრელოში და იმერეთში ახორციელებს . მისი მიზანი აქ მცხოვრები სრულწლოვანი პრობაციონერების, ყოფილი მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრების რესოციალიზაციის ხელშეწყობაა.
მსოფლიოში არ არსებობს მოზაიკა, სადაც 11 ფერზე მეტი იყოს გამოყენებული – რა ხდება გელათში
გელათის ღვთისმშობლის სახელობის ცენტრალური ტაძარი ერთიანი გადახურვის კონსტრუქციის ქვეშ არის მოქცეული. საერთაშორისო ორგანიზაციები და მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტები 2023 წლიდან გელათში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესს დადებითად აფასებენ და ზოგიერთი მიმართულებით მისაბაძსაც უწოდებენ....









