აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნირსისტეტის ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სალომე კუჭავა ევროკავშირის EPP Group in the European Parliament-ის, ახალგაზრდულ მანიფესტის “What are your ideas in regard to raising the engagement of young people in Europe?“ მონაწილე გახდა. მიუხედევად იმისა რომ მანიფესტში მონაწილეობა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შეეძლოთ სალომეს გზავნილი საქართველოდან უყურადღებოდ არ დარჩენილა.
როგორც სალომე კუჭავა “მეგა ტვ”-ს უყვება, მისი მანიფესრი მოიწონეს და განხილვაში მიიღეს.
“მივიღე მოწვევა EPP Group in the European Parliament-დან და ასევე მადლობის წერილი პროექტის მთავარი მენეჯერისგან Daniela Steiner. ჩემთვის ამ პროექტებში მონაწილეობის მიღება ნიშნავს წინგადადგმულ ნაბიჯს საკუთარი უნარების განვითარებაში და ასევე მოტივაციას იმისა, რომ ჩვენ ახალგაზრდებს, გვაქვს შესაძლებლობა დავაფიქსიროთ ღიად საკუთარი შეხედულებები , წარვუდგინოთ პროექტები და ინოვაციები თანამედროვე მსოფლიოს.” – ამბობს სალომე კუჭავა “მეგა ტვ”-თან საუბრისას.
სალომე კუჭავა ბრიუსელში, Shuman traineeships in the European Parliament-შია მიუწვეული, რომლის მიზანია ახალგაზრდების ევროპული განათლებისა და პროფესიულ საქმიანობაში მომზადება. ტრენინგები სექტემბრიდან არის დაგეგმილი.
ამასთანავე სალომე კუჭავა მიმდინარე წლის 4 მაისს ინდონეზიის საელჩოს მიერ გამართული კონკურსის, სახელწოდებით “30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობა ინდონეზიასა და საქართველოს შორის’’, გამარჯვებული გახდა.
ინდონეზიის საელჩოს განცხადებით ეს პროგრამა შესანიშნავი შესაძლებლობა იყო ინდონეზიასა და საქართველოს შორის ურთიერთმეგობრობის ნაპერწკლის გასაღვივებლად.










