,,”მიშას ეფექტი”
სწორედ მიხეილ სააკაშვილის ბოლო მომენტში გადადგმულმა ნაბიჯმა – დაბრუნებულიყო საქართველოში, არა იმდენად პერსონალურად მას მოუპოვა ნდობის ვოტუმი, რამდენადაც, მთლიანობაში, ქართულ პოლიტიკას, პროცესს შესძინა წმინდა იდეური მდგენელი – მორალურად, რაღაც საყრდენი გამოჩნდა და დამაგრდა ერთ წერტილში
სრული, ტოტალური ნიჰილიზმი, რაც მხოლოდ რიგითი მოქალაქის, არც თუ უსაფუძვლო განცდა იყო და ბოლომდე ხრავდა პოლიტიკურ კლასსაც – ერთბაშად შეიცვალა რწმენითი მოდუსით
აღმოჩნდა რომ – “იმ ცხრა წელში”, თუ “ამ ცხრა წელში” – მყარად გაჯერებული კოლექტიური წარმოდგენა, რომ ყველაფერი გახრწნილია, რომ მხოლოდ ფული, ქიცი-ქიცმაცური, საძალაუფლებო ვნება და ტოტალური ცინიზმი ასაზრდოებს ქართულ პოლიტიკას – მთლად ასეც არ არის
სააკაშვილის მოძულეც კი მიხვდა – რომ, რაღაც უფრო მეტად ამაღელვებელი განზომილება შეიძინა ქართულმა სინამდვილემ, პრეზიდენტის ნებაყოფლობითი, მშვიდი და მოღიმარი ჩამოსვლით საქართველოში – რწმენა დაიბადა ადამიანისადმი
არავინ იცის – მიხეილ სააკაშვილის ბედი – როგორი იქნება, მით უფრო, ურთულესი საგარეო კონიუქტურის გათვალისწინებით – მას გარანტირებული არაფერი აქვს
აღმოჩნდა რომ – უანგარო სიყვარული და რაღაცის გამო თავდადება – შესაძლებელი ყოფილა ჯერ კიდევ
ივანიშვილის მიერ, გულმოდგინეთ ნამკვიდრები ნიჰილიზმის სქელი ნისლი, ჩვენს ცნობიერებაზე ჩამოწოლილი – უეცრად გაიფანტა მიშას საქართველოში დაბრუნებით
“მიშას ეფექტი” – ჯერ საბოლოოდ არ გაშლილა და ის აუცილებლად წაადგება ქართულ პოლიტიკას, პარადოქსია, მაგრამ – ივანიშვილისაც კი, მისცემს საშუალებას, ადაპტირდეს ახალ რეალობაში და თანდათან განერიდოს საძალაუფლებო ვალდებულებებს …”-წერს სოციოლოგი ლევან კალმახელიძე.