LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით განცხადებას საპატრიარქო  ავრცელებს

მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება, თუმცა ვემიჯნებით ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს – საპატრიარქო

დაპოსტა 2019/11/06-ში
A A
189
ნახვა
გაზიარება

საქართველოს საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად შეურიგებელია სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი, რის გამოც მიუღებლად მიაჩნია ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება, თუმცა საპატრიარქო იქვე ხაზს უსვამს, რომ ემიჯნებიან ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს.

„დაიწყო დიდი შეტევა ეკლესიაზე და ეროვნულ ფასეულობებზეც. ბოროტი ცდილობს, შეურაცხყოს და ეჭვქვეშ დააყენოს ყოველივე ღირებული, ხალხს იდენტობა დააკარგვინოს და იმედი ჩაუკლას, თანაც ამას სიმართლისა და სიკეთის სახელი დაარქვას.

გარკვეულ ძალას, როგორც ჩანს, დიდად აწუხებს ეკლესიის ავტორიტეტი, მოსახლეობის სიყვარული ღვთისა და ტრადიციული ღირებებულებისადმი და მის შესარყევად სხვადასხვა მეთოდს მიმართავს.

შემთხვევითი არ არის, რომ 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე ახლა ლევან აკინის ქართულ-შვედური სოდომური ფილმის, – ,,და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება დაიგეგმა ბათუმში და თბილისის სამ კინოთეატრში. როგორც ვიცით, აქ ნაჩვენებია ახალგაზრდა მოცეკვავის ცხოვრება, რომელიც რადიკალურად იცვლება მამათმავალ მეტოქესთან დაკავშირების შემდეგ და სცენა ამ ფონზე ვითარდება.

ცნობილია ისიც, რომ განზრახული ჰქონდათ, ეს სიუჟეტი სუხიშვილების ანსამბლთან დაეკავშირებინათ, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს. შეგახსენებთ ქალბატონ ნინოს ნათქვამს: ,,მე ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერი, – მამაკაცური და ვაჟკაცური. ეს ცეკვებში და მოძრაობებშია გამოვლენილი. მე არ მინდოდა ჩემს ანსამბლში გადაეღოთ ასეთი სიუჟეტის ფილმი. ეს იქნებოდა ტყუილი,.. რადგან ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ — კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა.”

ამ პოზიციის გამო ანსამბლის ხელმძღვანელებზე დაიწყო საერთაშორისო მასშტაბის შეტევა და ზეწოლა, რაც მეტად სამწუხაროა; სამაგიეროდ ჩვენი ეროვნული ღირსების შეურაცხმყოფელ ფილმს კანის ფესტივალზე VII ადგილი მიანიჭეს, ხოლო მსახიობი ლევან გელბახიანი ამერიკული ჟურნალ “W” -ს მიერ ამ ფესტივალის 15 კინოვარსკვლავთა შორის დასახელდა.

რა თქმა უნდა, ყოველივე ეს, პირველ რიგში, გაკეთდა იმისთვის, რომ შეცვალონ ჩვენი ხალხის ცნობიერება, დააცხრონ ლგბტ ურთიერთობისადმი საზოგადოებაში არსებული უარყოფითი მუხტი და საბოლოო ჯამში მიაღწიონ ამ ცოდვის ლეგალიზებას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო, არის და იქნება კატეგორიულად შეურიგებელი როგორც საერთოდ ცოდვის, ისე, მითუმეტეს, სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი. ამიტომაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება.

ამასთან დავძენთ, რომ როგორც ადრე, ამჟამადაც, რა თქმა უნდა, ჩვენის მხრივ, ვემიჯნებით ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

თეგები: და ჩვენ ვიცეკვეთლგბტქი თემისაპატრიარქოუსაფრთხოებაფილმი
გაზიარება83

დაკავშირებული -პოსტები

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში?

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) 3 986 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასის...

დაწვრილებითDetails

კაჭრეთში ბიზნესმენი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემა ადგილობრივბზე დაყრდნობით წერს, რომ 60 წლამდე კაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. გამოცემას „მთავარი ამბები...

დაწვრილებითDetails

13 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
ბუნებრივი აირი ძვირდება
მთავარი

თბილისში , რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ხვალ - 31 ოქტომბრის 21:00 სთ-დან 1 ნოემბრის 11:00 სთ-მდე გაზმომარაგება შეუწყდება:  ბეგლარ ახოსპირელის ქ. 4, I ჩიხი 2, 3, 2/4, 4, 5/6, 7/8,...

დაწვრილებითDetails

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი გიორგი ჟღენტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს და ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს. „აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მზა კერძების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შემოსული შეტყობინების საფუძველზე მზა კერძების მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტი „კნატუნა“ არაგეგმურად შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინსპექტირებისას...

დაწვრილებითDetails

კლდე ჩამოიშალა, რის შედეგადაც ლოდი სახლს დაეცა და ერთი ადამიანი დაშავდა

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ვაშლიჯვარში, კლდე ჩამოიშალა, რის შედეგადაც ლოდი სახლს დაეცა და ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ერთი პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

დაწვრილებითDetails

“მე-8 დღეა მიმდინარეობს საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა და ვერც ჩვენ და, სხვათა შორის, ვერც „ოცნების“ ამომრჩეველმა ვერ გაიგო, ჩვენ აქ რას ვაკეთებთ”- ანა ბუჩუკური

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
ტყიბულის მე-6 სკოლის დირექტორის მოადგილე შვილის პოლიტიკური საქმიანობისთვის გაათავისუფლეს – ანა ბუჩუკური
მთავარი

მე-8 დღეა მიმდინარეობს სარჩელის განხილვა და ვერც ჩვენ და, სხვათა შორის, ვერც „ოცნების“ ამომრჩეველმა ვერ გაიგო, ჩვენ აქ რას ვაკეთებთ, - ასე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური საკონსტიტუციო...

დაწვრილებითDetails

წყალი 18:00 საათამდე შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. კომპანიის ცნობით, დღეს თბილისში, ისნის რაიონში, სამრეწველო დას. I ქ. N13-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება....

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) 4 031 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასის...

დაწვრილებითDetails

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამოტრიალდა…“ – მძიმე ავარია

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
ძველ თბილისში ქალი სასტიკად მოკლეს
მთავარი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეული-სადახლოს გზაზე. ერთმანეთს „ფორდისა“ და „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად „ფოლკსვაგენის“ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც ავტომობილი ამოტრიალდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"