LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„ბოლო წამამდე მეგონა, რომ შენი გული გაუძლებდა!”- ავარიაში დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან

მისი მეუღლე სამაშველოში მორიგე იყო… ავარიის ადგილზე მისულს თავზარდამცემი ამბავი დახვდა – ტრაგედია სენაკში

დაპოსტა 2025/03/08-ში
A A
2.9k
ნახვა
გაზიარება

სენაკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის სოფო დარსალიას სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარის შესახებ ვრცელ სტატიას “კვირის პალიტრა” აქვეყნებს სოფო ორი შვილის დედა იყო. ის მესამე შვილზე იყო ორსულად. იმ საბედისწერო დღეს სოფო სენაკში მანქანის საჭესთან იჯდა და სახლში, ძველ სენაკში მიდიოდა, შხეფის გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა. როგორც ირკვევა, დაშავებული ქალი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და ექიმებმა ახალგაზრდა ორსული გოგოს გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

გაუსაძლისია ის ტკივილი, რასაც მომხდარით შეძრული ახლობლები განიცდიან. გლოვობს სენაკი, რადგან ახალგაზრდა გოგომ იქ ყველას შეაყვარა თავი. სოფო არაჩვეულებრივ ოჯახთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა, თუმცა ამ უმძიმესმა ტრაგედიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მასზე წარსულში საუბარი ყველას უჭირს. თაზო ბენიძე სოფოს მეგობარი და თანამშრომელი იყო. ის ძალიან განიცდის მომხდარს, უსამძიმრებს ყველას, ვისაც გული ატკინა სოფოს გარდაცვალებამ.

თაზო ბენიძე:

– სოფო ჩემი მეგობარი და თანამშრომელი იყო. ძალიან მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. ძალიან მძიმე ტრაგედიაა. 17 მარტს 28 წლის გახდებოდა, ამ დღისთვის ვემზადებოდით ყველანი, რადგან მას ძალიან უყვარდა თავისი დაბადების დღის აღნიშვნა და მართლა ლამაზ დღესასწაულს აწყობდა ხოლმე, მაგრამ თავს დაგვატყდა ეს თავზარდამცემი ამბავი. ჩვენი სოფო, ჩვენი კარგი მეგობარი არ გვყავს. ჩვენ ერთი წელი ვმუშაობდით ერთად ბავშვთა გასართობ ცენტრში, სოფო ძირითადად დიზაინზე მუშაობდა, მაგრამ როცა ბავშვების გასართობად მივდიოდით გასართობ ფორმებსაც და შესაბამის როლსაც მშვენივრად ირგებდა. კარგად ართობდა ბავშვებს. ფოტოებიც კი დავდე ჩემს ფეისბუქ გვერდზე, ულამაზესი სოფო როგორ ართობს ბავშვებს. ძალიან ბედნიერი იყო, როცა ულამაზებდა ადამიანებს დღეებს, განსაკუთრებით უყვარდა ბავშვებისთვის სიხარულის მინიჭება. როგორც მეგობარიც, არაჩვეულებრივი იყო. ყველას გვერდში მდგომი, გულს ამოიღებდა და მოგცემდა. სასწაული მეოჯახე იყო. სიგიჟემდე უყვარდა თავისი ოჯახი, მეუღლე შვილები. მართლა არაჩვეულებრივი დედა და მეუღლე იყო სოფო. უბოროტო, უზომოდ კეთილი, სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელსაც ყოველი დღის გათენება უხაროდა. მის სახეზე სევდას ვერ ნახავდით. ძალიან პოზიტიური და მართლა სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. მითუმეტეს ახლა უბედნიერესი იყო, რომ გაიგო მესამე შვილზე იყო ფეხმძიმედ. ცოლ-ქმარი მოუთმენლად ელოდებოდნენ მესამე შვილის დაბადებას. შარშანაც იყო ფეხმძიმედ, მაშინ მოეშალა მუცელი და ძალიან განიცადა, ახლა რომ დაფეხმძიმდა, ძალიან გახარებული იყო. მეხუთე თვეში იყო. საოცარი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ გიორგი და სოფოს. მართლა უდიდესი სიყვარული. თვალებში შესციცინებდნენ ხოლმე ერთმანეთს. რა ვთქვა არ ვიცი. ძალიან მიჭირს წარსულში მასზე საუბარი. მერე სოფომ თავისი კომპანია შექმნა, საოცარ დეკორაციებს და დიზაინს ქმნიდა, მართლა ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა მისმა კომპანიამ და სენაკში თითქის ყველა იცნობდა სოფოს. ალამაზებდა ქორწილებს, დაბადების დღეებს. ძალიან რთულია წარსულ დროში საუბარი ამ სიცოცხლით სავსე ადამიანზე, რომელსაც მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. სოფო ჩხოროწყუდან იყო, მისი მეუღლეა სენაკელი და ყველაზე დიდი ტრაგედია ისიც არის მისი მეუღლე მივიდა ერთ-ერთი პირველი ავტოავარიის გამოძახებაზე და იქ თავისი საყვარელი მეუღლე დახვდა. სოფოს მეუღლე სამაშველო სამსახურში მუშაობს და როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, გამოიძახეს სასწრაფო და სამაშველო. მისი მეუღლე იმ დღეს მორიგე იყო და სამაშველო ჯგუფში, რომელიც შემთხვევის ადგილზე გავიდა, ერთ-ერთი ის იყო. იქ მისულს კი თავზარდამცემი ამბავი დახვდა. მთელი ქალაქი დასტირის მას და ყველას გული დაწყვიტა მისმა გარდაცვალებამ.

– საჭესთან თვითონ იჯდა?

– საჭესთან თვითონ იჯდა, მარტო ყოფილა, ძველ სენაკში ცხოვრობდა და მიდიოდა სახლში, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა გზიდან და შხეფის გზაზე დაეჯახა ტაძრის ღობეს, შემდეგ დაეჯახა ბოძს და მანქანა ამოტრიალდა. შხეფში ეკლესია რომ არის, იქ დატრიალდა ეს უბედურება. მიზეზი განაგრძეთ კითხვა

გაზიარება1175

დაკავშირებული -პოსტები

რა ინფორმაციას ავრცელებს ნატა ვიბლიანის საქმეზე ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
9 წლის ასაკიდან ნათესავი სექსუალურად ძალადობდა ჩემზე, ბრძანება გასცეს რომ ბავშვი უნდა მომკვდარიყო – რას ყვება ნატა ვიბლიანი
მთავარი

დისტანციურად გამოკითხა. „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, უკვე გამოკითხულია 30-მდე ადამიანი, მათ შორის ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი, მისი ოჯახის წევრები და მეზობლები. გამომძიებლებმა დაათვალიერეს ის სახლებიც, სადაც, სავარაუდოდ, დანაშაული ხდებოდა. ნატა ვიბლიანის მიერ დასახელებული...

დაწვრილებითDetails

ცნობილია ბიჭის ვინაობა, რომელიც ზღვაში დაიხრჩო

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
ცნობილია ბიჭის ვინაობა, რომელიც ზღვაში დაიხრჩო
მთავარი

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპული რევან აფანდიევია. 17 წლის რევან აფანდიევი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაფანახჩის მკვიდრი იყო. თანასოფლელების ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისის ზღვაზე თანატოლებთან ერთად საცურაოდ...

დაწვრილებითDetails

თბილისის ზღვაში არასრულწლოვანი დაიხრჩო

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
თბილისის ზღვაში არასრულწლოვანი დაიხრჩო
მთავარი

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო. ინფორმაციას გამოცემა მარნეული ნიუსი ავრცელებს. მედია წერს, რომ თანასოფლელების ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისის ზღვაზე თანატოლებთან ერთად საცურაოდ იმყოფებოდა. შსს ცნობით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

დაწვრილებითDetails

იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
იმერეთსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ქვემო ქართლის, იმერეთის, შიდა ქართლის და სამცხე ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ქალზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

დღეს დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეა

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
დღეს დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეა
მთავარი

9 აგვისტოს საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმინდა დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმინდანი დაიბადა ნიკომიდიაში მესამე საუკუნის მეორე ნახევარში. არ არსებობს ტაძარი, რომელშიც არ იყოს დაბრძანებული ნიკომიდიელი მკურნალის,...

დაწვრილებითDetails

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმისთვის 3 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმისთვის 3 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები დააკავეს
მთავარი

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის ბრალდებით 3 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები არიან დაკავებულები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულში მონაწილე კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით  შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი — ენერგიული დღეა. საქმეში ინიციატივის აღება წარმატებას მოგიტანს. ურთიერთობებში კი აჩქარებული რეაქციებისგან თავის შეკავება ჯობს.   კურო — ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად კარგი დღეა. შეიძლება საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. პირად ცხოვრებაში...

დაწვრილებითDetails

9 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში დააკავეს კაცი, რომელიც დედას სახლის გადაწვით დაემუქრა

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში დააკავეს პირი, რომელიც დედას დაემუქრა, რომ სახლს გადაწვავდა. "ინფო იმერეთის" ცნობით, მამაკაცი დარაჯად მუშაობდა და ის სამართალდამცველებმა დასაცავ ობიექტზე აიყვანეს.   შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"