როგორც “ვისოლში” BMG-სთან განმარტეს, “კონტრაქტით კომპანიას მისი კადრების გამოყენების უფლება მხოლოდ გასული წლის ნოემბრის ბოლომდე ჰქონდა და მიზეზი პოლიტიკურ პროცესს არ უკავშირდება”.
“მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობდა “ვისოლის” ლოიალობის აპლიკაციის სარეკლამო კლიპში. რეკლამა სატელევიზიო ეთერში აპლიკაციის შემახსენებელი კომუნიკაციის ფარგლებში განმეორებით გავიდა 2024 წლის სექტემბრიდან, რაზეც მსახიობთან დავდეთ დამატებითი კონტრაქტი. ახალი შეთანხმების საფუძველზე მისი მონაწილეობით კადრის გამოყებების ნებართვა კომპანიას ჰქონდა 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით.
შესაბამისად, კომპანიამ მხოლოდ და მხოლოდ დაიცვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები”, – აცხადებენ “ვისოლში”.
როგორც ირკვევა, კომპანიიდან ცდილობენ დაუკავშირდნენ ანდრო ჭიჭინაძის დედას, ლიკა გუნცაძეს, რომელიც ამბობს, რომ “კომპანიასთან საუბარზე უარს ამბობს”.
“მირეკავენ ვისოლიდან და უარს ვამბობ ყველანაირ გასაუბრებაზე მათთან! როგორმე უნდათ თავი იმართლონ! სამარცხვინოები!” – წერს ლიკა გუნცაძე “ფეისბუქის” გვერდზე.










