10 წლის ქუთაისელი საბა ბოდოკია მის მიერ მიღწეულ წარმატებებს გვიყვება და სხვადასხვა ოლიმპიადებში მიღებულ სიგელებს გვაცნობს. იგი ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში სწავლობს. საბა მეხუთე კლასის მოსწავლეა.
საბას მათემატიკური ნიჭი აღმოაჩნდა. არ ტოვებს არც ერთ ოლიმპიადას. ევერესტისა და კინგსის ოლიმპიადების წარმატებული მონაწილეა. მათემატიკა, ქართული და ინგლისური განსაკუთრებით უყვარს და აღნიშნული საგნების ტურებში გარკვეული წარმატებებიც აქვს .
მათემატიკასთან ერთად გულისყურით სწავლობს ქართულ ენას. მწერლებიდან განსაკუთრებით იაკობ გოგებაშვილი უყვარს.
საბას სიმღერის ნიჭიც აქვს. დადის გიტარასა და ფანდურზე. ფიქრობს, რომ მომავალში შესაძლოა მუსიკოსიც გამოვიდეს.
პატარა ქუთაისელი მომავალ გეგმებსაც გვიმხელს.