LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
11% – 51% წინააღმდეგ, როგორია სოციალური უთანასწორობა საქართველოში

მინდა დავეხმარო, ვისაც ეს სჭირდებაო – ამბავი იმ სერიიდან, ხანდახან ღმერთი რომ მიწაზე ჩამოდის

დაპოსტა 2021/02/03-ში
A A
91
ნახვა
გაზიარება

ჟურნალისტი და მწერალი ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, პოსტი ეგვიპტელ ქრისტიანს, კოპტის ეჰაბ ელ რაჰებისეხება.

ნახეთ რას წერს ის: 

“ეს ამბავი იმ სერიიდანაა, ხანდახან ღმერთი რომ მიწაზე ჩამოდის, ადამიანის სახეს იღებს, ქალაქში, მტვერში წაქცეულს ფეხზე აყენებს და ამით სხვა ფეხზემდგომს ეუბნება: გააგრძელე – ახლა შენ წამოაყენე სხვა!

ჩემთანაც მოვიდა ერთხელ ასეთი ღმერთი, სახელად ეჰაბი, ეგვიპტიდან, 2012-ში. ამბავი ბანალურად დაიწყო: კაცმა, რომელიც დუბაიში კომუნიკაციების ინჟინრად მუშაობს, საქართველოში უძრავი ქონების ყიდვა გადაწყვიტა. საქართველოს თავისიმეგობრებისგან იცნობდა და როგორც ქრისტიანმა კოპტმა, სიბერის გასატარებლად თბილისი საუკეთესო ადგილად მიიჩნია.

ასე მოხვდა ეჰაბი ჩემთან: ბინას ვყიდდი და სანახავად მოვიდა, აივნიდან, სახლის წინ ვაკის სამების ეკლესია დაინახა, პირჯვარი გადაიწერა და თქვა, რომ მორჩა – ყიდულობს!

ძალიან კომუნიკაბელური იყო და სანამ ბინის გადაფორმებას დავასრულებდით, უკვე ყველაფერი ვიცოდით მასზე და მის ოჯახზე. ლონდონში ჰქონდა განათლება მიღებული – დუბაიში უკვე წლებია, მუშაობდა თავისი სპეციალობით და შემოსავალს არ უჩიოდა. ერთ დღესაც რჩევა მკითხა: სანამ ვმუშაობ და ხელფასს ვიღებ, გადაწყვეტილი მაქვს, 500 დოლარით საქართველოში ყოველთვიურად დავეხმარო ვინმეს, ვისაც ეს სჭირდება და ვის მირჩევო.

სწორედ იმ პერიოდში საქველმოქმედო აუქციონებს ვაწყობდით და უგრძესი სია მქონდა იმ ადამიანების, ვისაც თვეში 500 კიარა, 50 დოლარი შეუმსუბუქებდა მდგომარეობას. ვურჩიე, რომ უმჯობესი იქნებოდა, ეს თანხა სამი ადამიანისთვის გაენაწილებინა ყოველთვიურად. დამეთანხმა და ასე იქცა ეჰაბი „ჰაბად“: 3 ადამიანი „მიიბა“ გადასარჩენად: 1. სტუდენტი, მარტოხელა დედა, რომელიც აუტიზმის სპექტრის დიაგნოზით ზრდიდა მცირეწლოვან შვილს; 2. ასევე სტუდენტი, ობოლი ბიჭი, ბ ჰეპატიტის დიაგნოზით (ეს ბიჭი ჩემთან როგორ მოხვდა, ეს კიდევ ცალკე ისტორიაა) და 3. ერთ-ერთი ჩვენი ბენეფიციარი, 6 წლის ბიჭი ცერებრალური დამბლით.

მოკლედ, ისტორია დაიწყო: ეჰაბმა საქართველოს ბანკში სპეციალური ანგარიში გახსნა, საიდანაც, 2012 წლის ივლისიდან მოყოლებული, ამ ადამიანებს ყოველთვიურად ავტომატურად ერიცხებოდა იმ დროის კურსით, 165 დოლარის შესაბამისი ლარი. წლების მერე ეჰაბმა ეს ბინა გაყიდა: ჩვენმა ქვეყანამ უარი უთხრა ბინადრობის უფლებაზე. წერილი მოიწერა: მე მაინც გავაგრძელებ ჩემი ანგელოზების დახმარებასო. ბანკში ანგარიში გააუქმა და ახლა უკვე სპეციალური გზავნილით დუბაიდან ურიცხავდა სამივეს ყოველთვიურად შეპირებულ თანხას.

პანდემია რომ დაიწყო, მოიწერა, ეგვიპტეში ვარ და არ ვიცი, დუბაიში როდის დავბრუნდებიო. ჩავთვალეთ, რომ კონტრაქტი დაუმთავრდა და შესაბამისად, მისი ქველმოქმედების ვადაც ამოიწურა. ვადა, რომელიც 2012 წლის ივლისში დაიწყო და ზუსტად 8 წელი, ანუ 96 თვე გრძელდებოდა.

ამ 96 თვის განმავლობაში, უცხო ტომელი კაცის წყალობით, ორივე სტუდენტმა დაამთავრა სწავლა და დღეს შესაბამის სამსახურებში არიან დასაქმებული; მესამემ, პატარა ნიკუშამ, რომელსაც ცერებრალური დამბლა აქვს, ეჰაბის შემწეობით შეძლო მისთვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების უწყვეტად მიღება და მკვეთრად გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა;

….მცირეხნიანი წყვეტილობის შემდეგ, გუშინ ისევ მომწერეს მისმა ბენეფიციარებმა, რომ ეჰაბი დაბრუნდა – მათ ისევ მიიღეს დუბაიდან ფულადი გზავნილი.

მან ხომ თქვა, რომ სანამ სამსახური ექნება, მანამ მიიღებენ ეს ადამიანები მისგან დახმარებას და რადგან ჯერ სამსახური აქვს, პირობას ასრულებს.

ნებისმიერ ეტაპზე შეეძლო, შეეწყვიტა: მანამდეც, სანამ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ ეტყოდა უარს ბინადრობის უფლებაზე, მერე – მითუმეტეს. პანდემიის პერიოდში – ასევე- მითუმეტეს.

მაგრამ მას სიტყვა აქვს ნათქვამი და სიტყვას არ ტეხს. ღირსეული ადამიანები ასე ინარჩუნებენ ღირსებას და უნარჩუნებენ სხვებსაც.

ზოგს არ სჯერა, ამ ამბავს რომ ვუყვები: 8 წელიწადი, 96 თვე ძალიან დიდი დროა საიმისოდ, რომ შენს ხელფასს უყოფდე შენთვის უცხო ადამიანებს სხვა ქვეყანაში.

მაგრამ შესავალში ხომ ვთქვი, რომ ეს ამბავი იმ სერიიდანაა, როცა ხანდახან ღმერთი ადამიანის სახეს იღებს და მიწაზე ჩამოდის…

ბევრი სიკეთე მინახავს, მაგრამ ეს ამბავი ყველაზე შთამაგონებელია მათ შორის, რასაც პირადად შევეხე და ამდენი წელია, ვაკვირდები…“, – წერს ჟურნალისტი.

გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

4 წელი გუდაურის ტრაგედიიდან

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
4 წელი გუდაურის ტრაგედიიდან
მთავარი

4 წელი გუდაურის ტრაგედიიდან - 2022 წლის 29 ივლისს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა. მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ჯგუფი პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულების დასახმარებლად მიფრინავდნენ, რა დროსაც,...

დაწვრილებითDetails

29 ივლისის ვალუტის კურსი

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
დოლარის ფასი დაეცა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6278 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6281 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003...

დაწვრილებითDetails

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   დღე ენერგიული და ნაყოფიერი იქნება. შეძლებთ დაწყებული საქმეების წარმატებით დასრულებას. საღამოს სასიამოვნო სიახლე ან საინტერესო შეხვედრა გელით.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. სპონტანური ხარჯები უმჯობესია გადადოთ....

დაწვრილებითDetails

29 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის...

დაწვრილებითDetails

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო. მანდატურებმა თბილისის საკრებულოს წინ დაკავებული აქტივისტების მხარდამჭერები შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. სასამართლოში საკრებულოსთან დაკავებული აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს. შვიდი ადამიანის, მათ შორის თორნიკე თოშხუას...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შუქ-ტექნიკა და სანავიგაციო სისტემები სრულად განახლდება – „საქაერონავიგაცია“

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
უკრაინაში მებრძოლი ქართველები კოპიტნარის აეროპორტში დააკავეს
ეკონომიკა

„საქაერონავიგაცია“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შუქ-ტექნიკის და სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებს, – ამის შესახებ საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან კარანაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ულტრათანამედროვე სისტემები სრულად შეესაბამება როგორც...

დაწვრილებითDetails

თაღლითობის ბრლდებით ქუთაისში 2 პირი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მუქარის ფაქტებზე, ორი პირი, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების...

დაწვრილებითDetails

უთვალთვალებდა, არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა – დააკავეს კაცი, რომელმაც დაზარალებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო გაუვრცელა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და ადევნების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აპლიკაცია „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ...

დაწვრილებითDetails

უდიდესი ტკივილი მოგვაყენა – ქუთაისის 37-ე საჯარო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

"სსიპ ქალაქ ქუთაისის N37 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, თანამშრომლები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის, დავით კიკვაძის, გარდაცვალების გამო. დავითის გარდაცვალებამ უდიდესი ტკივილი მოგვაყენა. იგი ყოველთვის დარჩება ჩვენი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და უკვე განხორციელებული პროექტები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"