აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები ცხადყოფს, რომ 2021 წელს აშშ-ში კორონავირუსს უფრო მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვიდრე 2020 წელს. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსს 770 816 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, 2020 წელს აშშ-ში კორონავირუსით 385 343 ადამიანი გარდაიცვალა. ეს კი ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს აშშ-ში კორონავირუსს 385 457 ადამიანი ემსხვერპლა.
ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ სიკვდილიანობის ზრდა ფაქტორების ერთობლიობით არის გამოწვეული: ვირუსის სეზონურობა, იმუნიტეტის დაქვეითება და ჯერ კიდევ ბევრი არავაქცინირებული ამერიკელი.